თურქული პიცა ლაჰმაჯუნი (Lahmacun), რეცეპტი

პიცა (2 პორცია)
პიცის რეცეპტი:
ჩავყაროთ ფქვილი ჯამში. გავაკეთოთ შუაში ღრმული და ჩავასხათ შუაში თბილ წყალში გახსნილი დროჟი და მარილი. დავაყაროთ ზემოდან ფქვილი და მოვზილოთ. გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგ დავამატოთ რძე და დარჩენილი წყალი და ისევ მოვზილოთ. შემდეგ ცომი გავყოთ ორ ნაწილად, დავაფაროთ მას ნოტიო ნაჭერი (ტილო) და გავაჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გავაბრტყელოთ მომზადებული ცომი სადილის ლამბაქის ზომაზე.

მოვამზადოთ საკმაზი,  წავუსვათ ცომს ზემოდან და შევდოთ ძალიან გაცხელებულ ღუმელში. 6 წუთში პიცა მზად იქნება და შეგვიძლია გამოვიღოთ და მივირთვათ. 

უკვე გამომცხვარ ლაჰმაჯუნს ზევიდან აწყობენ ჩვეულებრივად დაჭრილ პომიდვრის ნაჭრებს, ახვევენ და ისე მიირთმევენ.


ცომი:
  • 1/2 ჭიქა წყალი;
  • 250 გრ ფქვილი;
  • 1 ჩაის ჭიქა ფხვიერი დროჟი;
  • 1 ჩაის ჭიქა მარილი;
  • 2 დესერტის კოვზი რძე.
საკმაზი:
  • 250 გრ ხორცის ფარში;
  • 2 წვრილად დაჭრილი ხახვი;
  • ცოტა წვრილად დაჭრილი ოხრახუში;
  • 1 წვრილად დაჭრილი პომიდორი;
  • ცოტა მარილი;
  • ცოტა პერეცი.

1 კომენტარი::

Anonymous said...

aucileblad vcdi am dgeebshi:)

Post a Comment