შეიქმენით ნამდვილი ლედის იმიჯი

მინი ქვედაბოლოების, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების და ტანზე მომდგარ ჯინსებთან ერთად მსოფლოი მოდა სულ უფრო წინ წევს ელეგანტური კლასიკის ტრენდს. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ამ წელში მოუწოდებენ მანდილოსნებს, რომ გამოიყურებიდნენ, როგორც ნამდვილი ლედი.
ეს მოწოდება ეხება არა მარტო ბალზაკის ასაკის მანდილოსნებს, არამედ ახალგაზრდა გოგონებსაც. 2011 წელს მოდაშია ელეგანტური გემოვნება.

.ყველამ ვიცით ბრიტანული სიტყვის – ლედის მნიშვნელობა. თუ გსურთ, რომ თქვენზე ფიქრობდნენ, როგორც ლედიზე, შეეცადეთ თქვენს გარდერობში დაიცვათ ბალანსი კლასიკასა და თანამედროვე ჩაცმულობას შორის. მაგრამ მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ დავიცვათ ეს ბალანსი.

ქვედაბოლო–ფანქარი მაღალი სათავით. ასეთ ქვედაბოლოს აქვს მკაცრი სილუეტი, მაგრამ სხვადასხვა აქსესუარები და მაღალი სათავე არბილებს მის სიმკაცრეს. ამასთან იგი შეიძლება ჩაიცვათ ნებისმიერ სიტუაციაში: როგორც სამსახურში, ასევე არაფორმალურ გარემოში.

აბრეშუმის ბლუზა. ეს არის ულტრაქალური კლასიკა და საუკეთესო ვარიანტი ნებისმიერ კოსტუმთან, ქვედაბოლოსთან ან შარვალთან ერთად. ასეთი ბლუზა გამოიყურება ელეგანტურად და ძვირფასად.

შიფონის ან აბრეშუმის შარფი. ასეთი შარფი წარმატებით შეცვლის აბრეშუმის ბლუზას და იქნება ნებისმიეტი კოსტუმისთვის საუკეთესო აქსესუარი.  

განიერი შარვალი. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ გამოიყურებოდეთ, როგორც ლედი, მაშინ დაივიწყეთ ჯინსები. ელეგანტური ქალბატონის გარდერობში აუცილებლად არის კლასიკური სტილის განიერი შარვალი. ასეთი შარვალის შესაძლებელია ჩაიცვათ ნებისმიერ გარემოში.


რეტრო პალტო. ასეთი პალტო და პლაში ამჟამად ძალიან მოდაშია. განსაკუთრების ლამაზად გამოიყურება რეტრო–პალტო დიდი ღილებით.

სათვალე "კატის თვალები". ძალიან დიდი ხანია ისინი აღარ გვინახავს, მაგრამ ეხლა დაბრუნდნენ.

ქუდი–ე.წ. შლიაპა. ნამდვილი ლედის იმიჯი არ იქნებოდა დასრულებული თავსაბურავის გარეშე. შლიაპა შესაძლოა იყოს როგორც ქალური, ასევე მამაკაცის სტილის. თუმცა მის შემცვლელად შეისაძლოა გამოდგეს თავზე მოხვეული აბრეშუმის შარფი.

მამაკაცური სტილი. ასეთი ჩასაცმელი, როგორც არ უნდა პარადოქსალურად ჩანდეს, არ სძენს მანდილოსანს მამაკაცურ იერს. პირიქით, ქალის აქსესუარებთან ერთად იგი იძლევა მეტად ქალურობის ეფექტს. მამაკაცის სტილის შლიაპა და ტვიდის პიჯაკი გამოიყურება ძალიან ლამაზად, თუ მას შევუთავსებთ ქვედაბოლო–ფანქარს და მომდგარ სვიტრს.

ჩვენს მიერ აღწერილ სტილს შეეფერება პასტელური ფერები. თქვენს გარეგნობას დაამატეთ მსუბუქი არომატი, არა თვალში საცემი მაკიაჟი და ზომაზე აქსესუარები. ერთი სიტყვით არაფერი ზედმეტი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მანერებს, რადგან არანაერი ტანისამოსი ისე არ გამოხატავს თქვენს ელეგანტურობას, როგორც თქვენი მანერები.ყურადღება მიაქციეთ რას და როგორ საუბრობთ. ნამდვილი ლედი არ საუბრობს ხმამაღლა. ასეთ სტილთან შეუთავსებელია უხამსი სიტყვების ხმარება. 

და ბოლოს, აუცილებლად გაიღიმეთ. მსუბუქი ღიმილი ქალბატონს უხდება და მატებს ელეგანრურობას.

0 კომენტარი::

Post a Comment