იტალიური პიცის რეცეპტი

პიცა (დიამეტრით 30სმ)
პიცის რეცეპტი:
როგორც ვიცით, პიცის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ცომი. ზოგს მოსწონს თხელი და ხრაშუნა ცომი, ზოგს კი უფრო სქელი და ფუმფულა.
იმისათვის, რომ ცომი გამოვიდეს უფრო თხელი , გააცხელეთ დუხოვკაში 2 ჟარონა.  როდესაც თქვენ პიცის გამოცხობას დაიწყებთ ღუმელის წედა ნაწილში, ქვევიდან მომავალი სითბო ხელს შეუწყობს მის უფრო მალე გამოცხობას.

ჩავყაროთ ფქვილი, მარილი და დროჟი სამზარეულოს კომბაინში და ავურიოთ. ცალკე ჯამში ჩავასხათ წყალი და ზეთი. შემდეგ კომბაინის გამოურთველად ჯამში მომზადებული სითხე ჩავასხათ კომბაინში გათქვეფილ ცომის მასაში და ავურიოთ ისე, რომ მივიღოთ ერთიანი მასა. გადმოვიღოთ ცომი მფქვილმოყრილ მაგიდაზე და 2–3 წუთის განმავლობაში ვზილოთ.

მოზელილი ცომი ჩავდოთ ჯამში და ზევიდან  წავუსვათ ზეითუნის ზეთი. დავაფაროთ საჭმლის შესაფუთი ცელოფანი და დავდოთ თბილ ადგილას 40 წუთი, სანამ ცომი არ მოიმატებს ორჯერ.


შემდეგ იგი ისევ გადმოვიღოთ და ავზილოთ 1–2 წუთის განმავლობაში. გავაბრტყელოთ მრგვლად და დავდოთ ცხიმწასმულ ჟარონაზე. კიდეებში ცოტათი ავპრიხოთ და წავუსვად ზედაპირზე საკმაზი გემოვნებით. შევდოთ პიცა გამთბარ ღუმელში, გამოვაცხოთ და მივირთვათ.




თხელი ცომი:
  • 165 გრ ფქვილი;
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი;
  • 1 ჩაის კოვზი ფხვიერი დროჟი;
  • 125 მლ თბილი წყალი
  • სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
ფუმფულა ცომი:

  • 300 გრ ფქვილი;
  • 1/2 ჩაის ჭიქა მარილი;
  • 6 გრ ფხვიერი დროჟი;
  • 225 მლ თბილი წყალი;
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

1 კომენტარი::

ნატა said...

ძალიან მომეწონა!

აი კიდევ ერთი გემრიელი პიცის რეცეპტი!

Post a Comment